Tuesday, November 22, 2016

1.პროექტის სახელწოდება:   ქართული ხალხური საკრავები
2.პროექტის აქტუალობა:. მოსწავლეები ბავშვობის ასაკიდანვე უნდა იცნობდნენ საკუთარი ქვეყნის ფოლკლორს: ხალხურ სასიმღერო შემოქმედებას, ხალხურ საკრავებს,
3.პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია  მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საკრავების წარმოშობას, დააკავშირონ  წინარე ცოდნა ახალთან,რაც მათ განუვითარებთ შემდეგ უნარებს:
ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, ინფორმაციის მოძიების და შემოქმედებითად გამოყენების, პრეზენტაციის უნარს
4.მონაწილეთა ასაკი: VII კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 8 აკადემიური საათია
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლე შეძლებს ყველა ქართული ხალხური საკრავის ამოცნობას, როგორც ვიზუალურად, ასევე ჟღერადობის მიხედვით, ეცოდინება თითოეული საკრავის წამოშობის ისტორია
7.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტორი,ინტერნეტი,ფოტო და ვიდეო მასალა, ფანდური, დოლი.
8.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის პირველი ეტაპია ქართული ხალხური საკრავების გაცნობა. მე მათ მოვუწყობ პრეზენტაციას,ვაჩვენებ ვიდეოკატალოგს,სადაც მოცემულია საქართველოს ყველა კუთხის ხალხური საკრავი,მცირე დახასიათებით და შესაძლებელია ასევე მათი ხმოვანების მოსმენაც.მეორე ეტაპზე კლასს გავყოფ 4 ჯგუფად საკრავთა ჯგუფების მიხედვით:სიმებიანი,დასარტყამი,ჩასაბერი და კლავიშიანი. მოსწავლეებმა დაიწყებენ ამ საკრავების შესახებ ინფორმციის მოძიებას.მესამე ეტაპზე  მოვაწყობთ შემეცნებით გასვლით ექსკურსიას .თბილისში -ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმშიექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები დაასრულებენ ინფორმაციის მოძიებას და  ღია გაკვეთილზე, მოწვეული პედაგოგების წინაშე  მოაწყობენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ქართული ხალხური საკრავების შესახებ,როგორ წარმოიშვა და როგორ ამზადებენ ამა თუ იმ საკრავს

9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VII.1.მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.
VII.2.მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად
VII.4.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა
VII.7.მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების დახასიათება

VII.8.მოსწავლე აღიქვამს მუსიკას,როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას
10.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ირინა ბეგიჯანაშვილი
11..ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: irina.begijanashvili@gmail.com